14:33 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-13 14:36:52, 1933 ნახვა

ცესკო - პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ სრული სიცრუეა

საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკმა“ მოაწოდა,- ასე ეხმაურება ცენტრალური საარჩევნო კომისია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებას.

როგორც ცესკოში აცხადებენ, აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.

"კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად",- აღნიშნავენ ცესკოში.

შეგახსენებთ, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ცესკომ, სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით, Smartmatic-ის ბრენდირებული მარკერები, წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics