07:22 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-13 13:37:46, 346 ნახვა

პოლიტიკა
ISFED - ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია

ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია,- აღნიშნულ განცხადებას ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო), ჩატარებული ორი ბრიფინგის მიუხედავად, ვერ უპასუხა იმ მთავარ კითხვებს, რაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით „სამართლიანმა არჩევნებმა“ 7 ნოემბრის განცხადებაში დასვა.

ორგანიზაციის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია, მის მიერვე წარმოებულ და გამოქვეყნებულ სტატისტიკაში არსებული შეცდომებისა და არაბუნებრივი მაჩვენებლების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას და დეტალურად ახსნას აღნიშნულის მიზეზები. 

"ცესკომ 8 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით 11 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულზე მეტი კაცი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული არაზუსტი მონაცემებით ახსნა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციას არ წარმოუდგენია მოცემულ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობის დაზუსტებული მონაცემები გენდერულ ჭრილში. შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ ნაწილდება ამ უბნებში კენჭისყრაში მონაწილე კაცი და ქალი ამომრჩევლების რაოდენობა.  

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის მონაცემებში ცვლილება მხოლოდ 11 საარჩევნო უბნის 150 ამომრჩეველს შეეხო, წარმოადგენს არასწორ ინფორმაციას. ამას ადასტურებს ცესკოს ვებგვერდზე 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებში აუხსნელი ცვლილებები. მაგალითად, 73 საარჩევნო ოლქიდან 57-ში დაფიქსირდა არჩევნებში მონაწილე კაცი ამომრჩევლების, ხოლო 2 საარჩევნო ოლქში ქალი ამომრჩევლების რაოდენობის კლება, რაც შესაძლებელია, აიხსნას მხოლოდ მათში შეცდომის არსებობით ან მონაცემების მანიპულაციით. საერთო ჯამში, კენჭისყრის დღის შემდეგ, ცესკოს მონაცემებში დაფიქსირდა არჩევნებში მონაწილე კაცი ამომრჩევლების რაოდენობის კლება 88 975-ით და ქალი ამომრჩევლების რაოდენობის ზრდა 91 911-ით.

საყურადღებოა, რომ 10 საარჩევნო ოლქში შეუსაბამობა გამოვლინდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების საერთო რაოდენობის მონაცემებშიც. მაგალითად, #22 მარნეულის საარჩევნო ოლქში, ცესკოს 26 ოქტომბრის ინფორმაციით, გამოცხადებული იყო 41 766 ამომრჩეველი, ბოლოს მიღებული მონაცემები კი აჩვენებს 43 858 ამომრჩევლის გამოცხადებას. საარჩევნო ადმინისტრაციას არ განუმარტავს, თუ რამ გამოიწვია მსგავსი არალოგიკური ცვლილებები მის მიერ გამოქვეყნებულ და საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში, თუკი შეცდომა მხოლოდ 11-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ დაუშვა",- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics