21:19 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 14:50:12, 478 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ ზაარბრიუკენის მერი საქართველოში მოიწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ზაარბრიუკენს ეწვია და ქალაქის მერთან  შარლოტე ბრიცისთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის არსებული 40 წლიანი მეგობრობა და ქალაქებს შორის არსებული განსაკუთრებული კავშირი, რაც ბევრ კულტურულ აქტივობასა და ღონისძიებაში გამოიხატა.

მათივე ცნობით, მინისტრმა  ზაარბრიუკენის მერი საქართველოში მოიწვია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2017 წელს, საქართველო-გერმანიის მეგობრობის 200 წლისთავთან დაკავშირებით ზაარბრიუკენი აქტიურად ჩაერთვება ცალკეულ ღონისძიებებში, როგორც ორი ქვეყნის, ორი ქალაქის გამორჩეული მეგობრობის სიმბოლო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics