|
2016-02-27 14:29:11, 672 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერს გამოუძიებელი საქმეების სიას უგზავნის
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გახმაურებული და გამოუძიებელი საქმეების სიას უგზავნის. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, სულ 56 ასეთი საქმეა და მათ შორისაა მკვლელობის ან საეჭვო გარდაცვალების 10, წამებისა და არაადამიანური მოყპყრობის 5, ცემის 9, პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის გამოყენებით დაშანტაჟების 5, უკანონო თავისფულების აღკვეთის 5, პოლიტიკური მოტივით ჩადენილი დანაშაული 17, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი 26 ფაქტი. „გუშინ, დღისით, მზისით შეირაღებული თავდასხმა მოხდა პოლიტიკურ ფიგურაზე და სამწუხაროდ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა არაა. ჩვენ ვიცით ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის ამბავი, ამბავი როცა თავს დაესხნენ ნუგზარ წიკლაურს და მისი გატაცების მცდელობა იყო. თავს დაესხნენ გიორგი ღვინიაშვლს და ჩიორა თაქთაქიშვილს. სამწუხაროა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველო როგორც განგსტერული სახელმწიფო ისე ჩამოყალიბდა და წარმოიდგინეთ იქ, სადაც პოლიტიკური ფიგურის უსაფრთხოება არაა დაცული, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები კიდევ უფრო ცუდ დღეში არიან. ესაა შედეგი იმ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს. დღეს კრიმინალური სამყარო პორივილეგირებულ მდგომარეობაშია. დღეს რეალურად ორგანიზებული დანაშაული უსაფრთხოდაა, ხოლო მოქალაქეები საფრთხეში არიან. როცა გიორგი კვირიკაშვილის დამტკიცება ხდებოდა, მან აღნიშნა, რომ ყურადღებას მიაქცევდა იმ ათეულობით გაუხსნელ საქმეს, რომელიც დაგროვდა, თუმცა კვირიკაშვილი აგრძელებს მოსახლეობის მოტყუების პრაქტიკას. სწორედ ამიტომ, ჩვენ გაუხსნელი და გამოუძიებელი საქმეების სიას, სადაც ყველა ფაქტი ჩამოწერილია, წერილობით ვუგზავნით მას რათა გამოიძიონ ეს საქმეები“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)