|
2024-11-12 13:23:06, 1343 ნახვა
რეგიონი
ქობულეთის ტორფნარზე ახალი ტურისტული ბილიკი ამოქმედდა
ვიზიტორებს ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ახალი ტურისტული ბილიკით სარგებლობა შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამნენტის ცნობით, გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკის მოწყობა, რომლის სიგრძეც 700 მეტრს აღწევს, უკვე დასრულებულია. "ამ ეტაპზე დაცულ ტერიტორიაზე გადმოსახედი კოშკურის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება. ტერიტორიაზე ასევე იგეგმება სპეციალური ნიშნულების, მცირე მოსასვენებელი სივრცეებისა და ავტოპარკინგის მოწყობაც. ახალი საფეხმავლო ბილიკით სარგებლობა ვიზიტორებს უკვე შეუძლიათ. შემდეგი წლის შემოდგომაზე, ვიზიტორებს ბილიკთან ერთად შთამბეჭდავი ვიზუალისა და სიმაღლის გადმოსახედი პლატფორმაც მოემსახურება. ქობულეთში, ზღვიდან 500 მეტრში მდებარე ისპანის ტორფნარი სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ბიომრავალფეროვნების კუთხით მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს წარმოადგენს. წელს, ის კინტრიშის, მტირალას და კოლხეთის ეროვნულ პარკებთან ერთად UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. ტურისტული ინფრასტრუქტურული განვითარება ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რაც თავისმხრივ ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებასა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას",- ნატქვამია ინფორმაციაში.
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)