08:39 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-12 12:04:10, 438 ნახვა

საზოგადოება
მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, აგურის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში 2 წლის ბავშვს, სავარაუდოდ, აგური დაეცა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო მარნეული“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა არასრულწლოვანის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics