|
2016-02-27 14:19:37, 684 ნახვა
სამართალი
5 წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ სირიაში საომარი მოქმედებები შეწყდა
5 წლიანი სამოქალაქო ომის პერიოდში პირველად სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შევიდა ძალაში. შეთანხმება ზუსტად შუაღამეს ამოქმედდა. რეგიონებში, სადაც ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, ძირითადად სიმშვიდეა, თუმცა სროლის ხმა ალეპოში ჯერ კიდევ ისმის. გავრცელებული ცნობით, შეთანხმების ამოქმედებამდე რუსეთის ავიაციამ ამბოხებულების პოზიციებზე იერიშები გააძლიერა. შეგახსენებთ, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესახებ აშშ-სა და რუსეთის ერთობლივ რეზოლუციას მხარი ერთხმად დაუჭირა. როგორც გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის წარმომადგენელმა, სტეფანა დე მისტურუმ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ დაირღვევა, სირიის კრიზისთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები 7 მარტს გაიმართებ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)