10:17 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-10 17:12:03, 432 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - შედეგი აუცილებლად დადგება: ჩვენ დავიბრუნებთ მოპარულ ხმებს! ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს!

შედეგი აუცილებლად დადგება: ჩვენ დავიბრუნებთ მოპარულ ხმებს! ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს! - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

გვარამიას განცხადებით, ოპოზიციას „არცერთი შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს“ და „შედეგზე ორიენტირებისთვის“ საჭიროა „გონივრულად, გეგმაზომიერად და რაციონალურად დაგეგმილი წინააღმდეგობის ცენტრები და სხვადასხვაგვარი აქტივობები“.

„მეგობრებო, „ქოცებს“ რომ დავცინით/ვაკრიტიკებთ, თავებს ითვლიანო, ახლა ჩვენც იგივეს რომ ვაკეთებთ, ეგ ამბავი როგორაა? 

გამათავისუფლებელი მოძრაობა არაა ყოველდღე ასიათასიანი მიტინგები, თუ არა და ბელორუსში ყოველდღე 300-400 ათასი ადამიანი იკრიბებოდა და შედეგი არ დადგა. 

გონივრულად, გეგმაზომიერად და რაციონალურად დაგეგმილი წინააღმდეგობის ცენტრები და სხვადასხვაგვარი აქტივობები - ესაა შედეგზე ორიენტირება. 

სულ უნდა გვახსოვდეს: ჩვენ გვჭირდება შედეგი და არა სხავდასხვა მედიებში (უცხოურშიც) ფოტოებით და კადრებით თავმოწონება და ხბოს აღტაცება. 

არცერთი შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, ამიტომაც დრო გადის ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად. 

შედეგი აუცილებლად დადგება: ჩვენ დავიბრუნებთ მოპარულ ხმებს! ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს!

ხო მართლა: ახლა არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი გამბედაობა და დაუზარლობა“,- წერს გვარამია „ფეისბუქზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics