|
2024-11-08 15:40:36, 434 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) წარმომადგენლებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიის დირექტორს, შონ დანს და მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურად ისაუბრა. მან შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებსა და დეზინფორმაციულ კამპანიებზე, საარჩევნო დავებსა და სასამართლო განხილვებზე არსებული პოზიცია გააცნო. ასევე ისაუბრა ამერიკული კომპანია PRO V&V-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიტის მესამე, საბოლოო ეტაპის დასკვნასა და მიგნებებზე. როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს და ცდილობს აღნიშნული რეკომენდაციები საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებისას გაითვალისწინოს. “თავის მხრივ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გიორგი კალანდარიშვილს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის არჩევნებს წინასაარჩევნო პერიოდიდანვე აკვირდებოდა, შესაბამისად სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა არჩევნების წინასწარ ანგარიშზე, არსებული მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ ვრცლად ისაუბრეს. გიორგი კალანდარიშვილმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებისთვის და თავიანთი მიგნებების გაზიარებისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეკომენდაციებზე და მათი შესაძლო გათვალისწინების გზებზე უწყების კომპეტენციის ფარგლებში. ცესკოში გამრთულ შეხვედრას სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დენიელ კერეკესი, მაია მილიკიჩი და ელენე ასაშვილი ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)