2024-11-08 12:21:43, 355 ნახვა
მსოფლიო
The Times Of Israel - ამსტერდამში ფეხბურთის ისრაელელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა
ისრაელის მოქალაქეებზე ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში თავდასხმა განხორციელდა, რომლის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც თელ-ავივის „მაკაბის“ საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრები ნიდერლანდების „აიაქსის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ სტადიონს ტოვებდნენ.
როგორც The Times Of Israel-ი წერს, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელებიდან ზოგიერთს პალესტინის დროშა უჭირავს და ყვირის: „თავისუფლება პალესტინას!“
თავდამსხმელებმა ზოგიერთ ისრაელელს პასპორტიც მოპარეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,