2024-11-07 17:05:55, 359 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - ინაუგურაციამდე დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის კომუნიკაცია გამორიცხული არ არის
ინაუგურაციამდე ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულ “რესპუბლიკელ“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის კომუნიკაცია გამორიცხული არ არის,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, პუტინი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან საუბარს არ გეგმავს.
"ეს გამორიცხული არ არის. ხომ თქვა, რომ ინაუგურაციამდე პუტინს დაურეკავდა. ეს მისი სიტყვებია",- განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,