2024-11-06 18:43:50, 404 ნახვა
მსოფლიო
„აშშ-სა და კანადის მეგობრობა მსოფლიოსთვის შესაშური მაგალითია“ - ტრუდომ ტრამპს გამარჯვება მიულოცა
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
როგორც ტუროდო აღნიშნავს, აშშ-სა და კანადის მეგობრობა მსოფლიოსთვის შესაშური მაგალითია.
“ვულოცავთ დონალდ ტრამპს შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას. კანადისა და აშშ-ის მეგობრობა მსოფლიოსთვის შესაშური მაგალითია. მე ვიცი, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მე ვიმუშავებთ ერთად, რათა შევქმნათ მეტი შესაძლებლობა, კეთილდღეობა და უსაფრთხოება ორივე ქვეყნისთვის“,- წერს ტრუდო X-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,