2024-11-06 13:52:39, 350 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას
ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
შოლცის თქმით, გერმანია და აშშ წარმატებულად მუშაობენ კეთილდღეობისა და თავისუფლების ხელშეწყობისთვის.
"ვულოცავ დონალდ ტრამპს ამერიკის პრეზიდენტად არჩევას. გერმანია და აშშ, დიდი ხანია, წარმატებულად მუშაობენ ატლანტიკის ორივე მხარეს კეთილდღეობისა და თავისუფლების ხელშეწყობისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამის კეთებას ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ",- წერს შოლცი.
წინასწარი მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, „რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ტრამპმა გამარჯვება უკვე იზეიმა და ფლორიდაში მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,