2024-11-06 12:16:10, 337 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
„გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო ძლიერი შეერთებული შტატები ჩვენი 33 წლის სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია - ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა საქართველოში ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად და ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად",- წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. ტრამპი იგებს მინიმუმ ოთხ სვინგ (მერყევ) შტატს, მანამდე კი კამალა ჰარისს უსწრებდა ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,