2024-11-05 17:02:05, 398 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ხვალ, 11:00 საათზე სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბონ
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე მოსახლეობას მოუწოდა, რომ პროტესტის გამოსახატად ხვალ, 11:00 საათზე, კვლავ მეორე ინსტანციის სასამართლოსთან შეიკრიბონ.
ვაშაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საქმეების განხილვა ხვალისთვის გადაიდო.
"სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო. ხვალ არის 12:00 საათზე ერთი პროცესი, ხოლო მეორე პროცესი არის 14:00 საათზე. ხვალ პროტესტის გამოსახატად 11:00 საათზე, გთხოვთ, ყველანი შევიკრიბოთ ისევ აქ. დღეს, ფაქტობრივად, სასამართლო დახურეს. შიგნით, როგორც ჩანს, პროცესი არ არის",- განაცხადა ვაშაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,