2024-11-04 18:45:54, 420 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთში ავტობუსი ხევში გადავარდა, რასაც 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ინდოეთში ავტობუსი ამოტრიალდა და ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 36 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, ავტობუსში სულ 42 ადამიანი იმყოფებოდა - 6 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ოჯახებისთვის 200 000 რუპიის ოდენობით კომპენსაციას გამოყოფს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,