2024-11-04 09:31:03, 460 ნახვა
მსოფლიო
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუ ლიდერობს - დათვლილია ხმების 99.50%
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუ ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 99.50%-ის დათვლის შედეგად, მაია სანდუს 55.25% ( 923 610 ხმა) აქვს, მის კონკურენტ ალექსანდრ სტოიანოგლუს კი - 44.75% (748 161).
“მოლდოვა დღეს შენ გაიმარჯვე. ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობის, დემოკრატიის და ღირსეული მომავლისადმი ერთგულების ძალა“,- წერს სანდუ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ გაიმართა, რაც 20 ოქტომბერს, არჩევების პირველ ტურში სანდუმ ხმების - 42.45%, ხოლო სტოიანოგლუმ 25.98% მიიღო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,