|
2024-11-01 15:31:44, 515 ნახვა
სამართალი
აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივეს
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მიიღეს. სხდომაზე პროკურატურა პატიმრობის გახანგრძლივებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. დაცვის მხარის შეფასებით, სადიგოვის საექსტრადაციო პატიმრობაში დატოვების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. 4 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. 8 აგვისტოს, "უფლებები საქართველოს" ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და მოითხოვეს, რომ გაუქმებულიყო განჩინება სადიგოვისთვის შეფარდებული 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს შესთავაზეს გირაოს გამოყენება 2 000 ლარის ოდენობით. პარალელურად, აფგან სადიგოვმა და მისმა ადვოკატებმა საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს განცხადებით მიმართეს საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით. 13 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძემ დაუშვებლად ცნო "უფლებები საქართველოს" სააპელაციო საჩივარი და პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება უცვლელად დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)