2024-10-31 18:01:43, 431 ნახვა
პოლიტიკა
ლიბერგი - წელს, საქართველო უკან წავიდა - ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია
ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია. წელს, საქართველო უკან წავიდა - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია,- ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი ანა ლიბერგი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ლიბერგის თქმით, "ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება".
"მესიჯი" ნათელია: ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია. სრულიად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის პროგრესზე. წელს, საქართველო უკან წავიდა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია. ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება",- წერს ლიბერგი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,