|
2024-10-31 15:12:50, 483 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - დღეს იქნება ბრიფინგი და ყველაფერი გახდება ცნობილი - შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ
დღეს ყველაფერი გახდება ცნობილი, საზოგადოების მაღალი ინტერესი და სწრაფ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სწორი მოწოდებები იქნება დაკმაყოფილებული,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. გვარამიას თქმით, ოპოზიციური პარტიები კონსულტაციების რეჟიმში იმყოფებიან და დღეს საერთო ბრიფინგს გეგმავენ, სადაც სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადებები. "დღეს იქნება ბრიფინგი, სადაც მინიმუმ ჩვენ 3 და შეიძლება სხვაც, გამოვა თავისი წინადადებებით, იქნება სხვადასხვა მიმართულებით განცხადებები, სამივე პოზიცია და ტექსტი არის შეთანხმებული, ჩვენ საბჭოებს და კომისიებს კი არ ვქმნით, ჩვენ ვმოქმედებთ როგორც ერთი ორგანიზმი, რომელმაც სამშობლო უნდა გადაარჩინოს. დღეს ყველაფერი გახდება ცნობილი, საზოგადოების მაღალი ინტერესი და სწრაფ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სწორი მოწოდებები იქნება დაკმაყოფილებული. საზოგადოების მოწოდებები სისწრაფეზე არის ჯანსაღი, მაგრამ მინდა, რომ ყველამ გაიგოს და ჩვენ მდგომარეობაშიც შემოვიდეს, ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების ფუფუნება და დრო, სამშობლოს გადარჩენაზე ვსაუბრობთ",- განაცხადა გვარამიამ. ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას დღეს, 31 ოქტომბერს 20:00 საათზე გააკეთებენ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)