|
2024-10-30 21:32:35, 305 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამბიცია, 2028 წლისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 90%-ზე მეტი ჰქონდეს შესრულებული
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სფეროებში ანგარიშში გვხვდება კრიტიკული შეფასებები, რაც უცხო არ არის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის, საერთო მზაობის დონის განმსაზღვრელ მაჩვენებლებში საქართველოს უკუსვლა არ აქვს,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე და ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში შეაფასა. მისივე თქმით, „იმ გამოწვევების მიუხედავად, რასთან გამკლავება საქართველოს ხელისუფლებას უწევდა მიმდინარე წლის განმავლობაში, ის წინსვლა, რაც ანგარიშში არის დაფიქსირებული ნამდვილად მისასალმებელი და დასაფასებელია“. ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ყურადღებით გაეცნობიან რეკომენდაციებს და გაითვალისწინებენ ევროკავშირთან ასოცირების სამოქმედო გეგმის შემდგომი შესრულების პროცესში. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირთან დაახლოების უმაღლეს ნიშნულს მიაღწევს და შეიქმნება მტკიცე საფუძველი იმისთვის, რომ 2030 წელს კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად მზად საქართველო იყოს ევროკავშირში წევრობისთვის. „ანგარიში შეფასებებთან ერთად მოიცავს რეკომენდაციებს 35-ვე სფეროში. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით თითოეულ რეკომენდაციას, გავაკეთებთ მათ ღრმა ანალიზს და მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ევროკავშირთან ასოცირების სამოქმედო გეგმის შემდგომი შესრულების პროცესში. უკვე მიღწეული პროგრესის და არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამბიცია, რომ 2028 წლისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი ჰქონდეს შესრულებული. ამით საქართველო ევროკავშირთან დაახლოების უმაღლეს ნიშნულს მიაღწევს და შეიქმნება მტკიცე საფუძველი იმისთვის, რომ 2030 წელს კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად მზად საქართველო იყოს ევროკავშირში წევრობისთვის. საქართველო ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი მიმართულებით იქცა რეგიონში მოწინავე ქვეყნად, სწორედ იმ წარმატებული რეფორმების საფუძველზე, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებშია გატარებული. ამას ადასტურებს სხვადასხვა დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები და რეიტინგები“-აღნიშნავს ბოჭორიშვილი. ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გააგრძელებს ბრძოლას ქვეყნის განვითარებისთვის და ღირსეული ევროპული მომავლისთვის. „ქართველი ხალხის მიერ 26 ოქტომბერს გამოცხადებული ნდობის და მოპოვებული მტკიცე მანდატის საფუძველზე დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის განვითარებისთვის ბრძოლას და ღირსეული ევროპული მომავლისკენ ქვეყნის წაყვანას. იმისთვის, რომ საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ არ შეფერხდეს, პროცესი უნდა წარიმართოს დიალოგის ფორმატში. მოველით, რომ ევროკავშირის მხრიდან იქნება საკმარისი ღიაობა იმისთვის, რომ საქართველოს პროგრესის და მისწრაფებების გათვალისწინებით, ერთად მუშაობით და თანამშრომლობით შევძლოთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წარმატებით გაგრძელება და კიდევ უფრო მეტი პროგრესის მიღწევა უახლოეს მომავალში“.-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)