|
2024-10-30 20:36:32, 419 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი არჩევნებზე - დარღვევები უნდა გაირკვეს და გამოსწორდეს - ეს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისთვის აუცილებელია
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) და სხვა შესაბამის უწყებებს, რომ დროულად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ, გამოასწორონ საარჩევნო დარღვევები,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, დამოუკიდებელი გამოძიება არის აუცილებელი ნაბიჯი საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისთვის. "ამ ეტაპზე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ არ გამოუცხადებია არჩევნების ოფიციალური შედეგები. ახალი პარლამენტი ჯერ არ შეკრებილა და, შესაბამისად, ახალი მთავრობა არ არის ჩამოყალიბებული. საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებმა აღნიშნეს რამდენიმე დარღვევისა და პოტენციური საარჩევნო კანონის დარღვევის შესახებ არჩევნების დროს. ამ ეტაპზე, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის უწყებებს, რომ დროულად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ, გამოასწორონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ასევე, ჩვენ გავეცანით საქართველოს პროკურატურის განცხადებებს. საქართველოს მოსახლეობას ესაჭიროება სიცხადე იმის შესახებ, თუ რა მოხდა ამ არჩევნების დროს. ეს დარღვევები უნდა გაირკვეს და გამოსწორდეს. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისთვის",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)