19:41 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 17:00:49, 246 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ის, რომ ადამიანი სიებით დგას და უყურებს, რომელი ჩვენი მხარდამჭერია მოსული, სჭირდებათ იმისთვის, რომ შტაბს ჰქონდეს სრული ინფორმაცია აქტივობასთან დაკავშირებით

ამით არც კანონი ირღვევა, არც დანაშაულია. NDI da IRI ტრენინგებს გვიტარებდნენ პარტიებს, როგორ უნდა მოახდინო მხარდამჭერების მობილიზება და მათი მოყვანა არჩევნების დღეს, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საარჩევნო უბნებთან კოორდინატორების მობილიზების შესახებ დასმულ შეკითხვას. 

მისი თქმით, საარჩევნო უბნებთან მყოფი ადამიანები პროცესს საარჩევნო შტაბის ინფორმირებისთვის აკვირდებიან, რათა პარტიამ იცოდეს, როგორია აქტივობა. 

„ამით არც კანონი ირღვევა, არც დანაშაულია. ამაზე NDI და IRI ტრენინგებს გვიტარებდნენ პარტიებს, როგორ უნდა მოახდინო მხარდამჭერების მობილიზება, არჩევნების დღეს როგორ უნდა უზრუნველყო მათი მოყვანა. თქვენ რომ წარმოაჩენთ, თითქოს ეს არის კანონდარღვევა, არანაირი კანონდარღვევა არ არის. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მოჰყავთ ჩვენი პარტიის მხარდამჭერები. ასეთივე მობილიზებას აკეთებენ სხვა პარტიებიც. ის, რომ ადამიანი სიებით დგას და უყურებს, რომელი ჩვენი მხარდამჭერია მოსული, ვინ უნდა მოვიდეს, ეს ჭირდებათ იმისთვის, რომ შტაბს ჰქონდეს სრული ინფორმაცია, აქტივობასთან დაკავშირებით, მომსვლელ მხარდამჭერებთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ ვიცით წინასწარ, ვინ არის ჩვენი მხარდამჭერი. ადამიანი მოდის და გვეუბნება, რომ „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას, ვიღაც მიდის და „ლელოს“ ეუბნება, ვიღაც - „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ჩვეულებრივი საარჩევნო პროცესია“,- განაცხადა კახა კალაძემ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics