|
2024-10-30 16:58:45, 316 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - თუ ვინმეს მიტინგის ჩატარება უნდა, ეს მათი უფლებაა, მთავარია, ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ ოპოზიციას ქუჩაში გამოსვლა და მიტინგის ჩატარება უნდა, შეუძლია ეს გააკეთოს, რადგან ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა მთავარია, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდეს. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებული შესაძლო ქუჩის პროტესტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა. „ისინი ამით ცდილობენ, რომ როგორმე თავისი ამომრჩეველი შეინარჩუნონ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი პირდაპირ ატყუებდნენ ამომრჩეველს. თავიანთი გაუგებარი კვლევებით, ეგზიტპოლებით მოატუეს, აზეიმეს და დღეს ეუბნებიან, უი, თურმე წაგვიგიაო. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც საერთოდ საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ, საერთოდ არ მისულან მოქალაქეებთან. ეს არის მოცემულობა. თუ ვინმეს გასვლა და მიტინგის ჩატარება უნდა, ეს მათი უფლებაა. დღეს ქვეყანაში გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება დაცულია, ისე როგორც არასდროს. თუ ვინმეს შეკრება უნდა, შეიკრიბოს, არავინ ზღუდავთ. მთავარია, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს. თუ რაიმე გადაცდომა იქნება, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)