21:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 14:09:09, 274 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ბუნებრივი მდგომარეობა და ადგილია

ოპოზიცია, ისევე, როგორც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, დღესაც ბულინგითა და შეურაცხყოფითაა დაკავებული,- ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ემიგრანტებთან დაკავშირებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, "ოპოზიციის წარმომადგენლებმა მარცხი ყველას და ყველაფერს დააბრალეს, საკუთარი თავის გარდა". 

"ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. ჩვენ ამ არჩევნებით დავამარცხეთ ფაშიზმი თავიანთი გარე მფარველებით. გვახსოვს, რით იყვნენ დაკავებული მთელი არჩვენების განმავლობაში და დღესაც იმავეს აგრძელებენ - ბულინგი, შეურაცხყოფის მიყენება, მუქარები. ვერ შეიცვლებიან ეს ადამიანები. ყველგან, სპორტიდან დაწყებული ბიზნესით დამთავრებული, თუ რაიმე სფერო არსებობს ქვეყანაში, მივიდნენ, ყველას შეურაცხყოფა მიაყენეს. თუ შენ განსხვავებული მოსაზრება გქონდა, მაშინვე შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ. თავისიანებსაც კი, ახალგაზრდებს, GZ-ის აგინებდნენ, თქვენ წაგვაგებინეთ არჩევნებიო. რა შუაშია ახალგაზრდები, ხომ?! ეს დამოკიდებულებაა - თავიანთი თავის გარდა, ყველა დამნაშავეა, რომ ფიასკო, მარცხი განიცადეს და აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ბუნებრივი მდგომარეობა და ადგილია", - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics