|
2024-10-30 09:23:09, 466 ნახვა
პოლიტიკა
თევზაძე - არჩევნების გაყალბების დამტკიცებას დრო სჭირდება - ეს ერთ და სამ დღეში ვერ დამტკიცდება
არჩევნების გაყალბების დამტკიცებას დრო სჭირდება, ეს არჩევნების გასვლიდან ერთ და სამ დღეში ვერ დამტკიცდება,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, თენგო თევზაძემ გადაცემაში “ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტები“ განაცხადა. თევზაძის თქმით, “არჩევნების აღიარებისთვის საყოველთაობა, ფარულობა, თანასწორობა და თავისუფალი ნების გამოვლენაა საჭირო“. “პირდაპირ ვამბობ, ამას დრო სჭირდება, ეს არჩევნების გასვლიდან ერთ დღეში და სამ დღეში ვერ დამტკიცდება, რადგან ეს მხოლოდ “ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნები არ არის. ამას სხვა სახის ადმინისტრირება მოჰყვა. ეს არ არის მარტივად დაორგანიზებული საკითხი, ამისთვის დიდი ხანი ემზადებოდნენ. აქ საუბარია იმაზე, რომ თავიანთი მხარდამჭერების სტატისტიკა ძალიან მაღლა ასწიეს და მიიღეს ისეთი მონაცემები, რომელიც, საბოლოო ჯამში, საკუთარ ამომრჩეველშიც კითხვის ნიშანს აჩენს, რადგან გამორიცხულია ამ მასშტაბის აქტივობაში ყველა ამომრჩეველი მისულიყო და “ქართული ოცნებისთვის“ დაეჭირა მხარი. არჩევნები რომ ვაღიაროთ, ამისთვის 4 პრინციპის დაცვაა საჭირო: საყოველთაობა, ფარულობა, თანასწორობა და თავისუფალი ნების გამოვლენა. ეს არჩევნები კი, ფარულად არ ჩატარებულა“,- განაცხადა თენგო თევზაძემ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)