21:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-29 19:32:41, 381 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვის პრეზიდენტი - ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, ქართველი და მოლდოველი ხალხი არ მიატოვოს

ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, ქართველი და მოლდოველი ხალხი არ მიატოვოს,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ნაუსედა წერს, არ უნდა დაუშვან, რომ "ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ ოცნებას დაშორდნენ".

"რუსეთი ზრდის ჰიბრიდულ ოპერაციებს ევროკავშირის სამეზობლოში. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამის დასტურია. კრემლს არ სურს, რომ საქართველომ და მოლდოვამ საკუთარი მომავალი განსაზღვრონ და ყველაფერს აკეთებს, რათა ზიანი მიაყენოს დემოკრატიულ პროცესებს.

ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, არ მიატოვოს ქართველი და მოლდოველი ხალხი. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ისინი დაშორდნენ ევროპულ ოცნებას. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოებას და უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ხმა გადამწყვეტი იყოს თავიანთი ქვეყნების მომავლის განსაზღვრაში",- წერს გიტანას ნაუსედა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics