|
2024-10-29 17:51:31, 445 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ყველაფერი საქართველოს ქუჩებში უნდა გადაწყდეს - რა დროს დამშვიდებაა, როცა ქვეყანა თავზე დაგვანგრიეს
უცხოეთის რეაქციის იმედზე ყოფნა არ არის საკმარისი იმიტომ, რომ უცხოეთიც უყურებს ჩვენს მტკიცებულებებს, მაგრამ პირველ რიგში, ქუჩაში აქტიურობას და საბოლოო ჯამში, ყველაფერი უნდა გადაწყდეს საქართველოს ქუჩებში,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. სააკაშვილის განცხადებით, "არჩევნების არაღიარების ყველაზე ეფექტური გზა მტკიცებულებების ფონზე მუდმივი ფართო საპროტესტო აქციებია". "ახლა დროის გაწელვა ივანიშვილს აწყობს მხოლოდ! უცხოეთის რეაქციის იმედზე ყოფნა არ არის საკმარისი იმიტომ, რომ უცხოეთიც უყურებს ჩვენს მტკიცებულებებს, მაგრამ პირველ რიგში, ქუჩაში აქტიურობას და საბოლოო ჯამში, ყველაფერი უნდა გადაწყდეს საქართველოს ქუჩებში. ყველანაირი სხვა მოწოდებები სიტუაციის დამშვიდებისკენ, პირდაპირ რუსულ საქმეს აკეთებს. რა დროს დამშვიდებაა, როცა ქვეყანა თავზე დაგვანგრიეს და ვინმეს ჰგონია, რომ თუ ახლა დაამშვიდებს, შემდეგ ივანიშვილი რომ მოძლიერდება, ყველას სათითაოდ არ მიადგება? არჩევნების არაღიარების ყველაზე ეფექტური გზა მტკიცებულებების ფონზე მუდმივი ფართო საპროტესტო აქციებია. ახლა ყოველი საათი ძვირფასია! ყოველგვარი დროის დაკარგვა სიკვდილის ტოლფასია! დიდი მადლობა თიკა ბოკუჩავას გუშინდელ აქციაზე ჩემი ხსენებისთვის და განსაკუთრებული მადლობა იქ შეკრებილ ხალხს მხარდაჭერისთვის",- წერს სააკაშვილი.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)