|
2024-10-29 16:31:31, 400 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - გვაქვს მტკიცებულებების კასკადი - ახლა მთლიანი რუსული მოდელის გაშიფვრაზე ვმუშაობთ
გვაქვს მტკიცებულებების კასკადი, ახლა ვმუშაობთ მთლიანი რუსული მოდელის გაშიფვრაზე,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთიმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ოპოზიციის კონსულტაციებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ხოშტარიას თქმით, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები არჩევნების გაყალბების მასშტაბურ სქემაზე, რომლის დამუშავებაც ახლა მიმდინარეობს. "ქართული ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ეს მთავრობა არის არალეგიტიმური და ჩვენი მოქმედებები იქნება მიმართული მხოლოდ იმაზე, რომ საერთაშორისო ადმინისტრირებით ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რომელიც ასახავს ხალხის ნებას. ამ გზაზე მივდივართ ყველა ერთად, ყველა პარტია პრეზიდენტთან ერთად ვიმუშავებთ გარეთ და შიგნით. ასევე გვაქვს, ძალიან ძლიერი, როგორც არასამთავრობოებს, ასევე ჩვენ, მტკიცებულებების კასკადი გაყალბების. ახლა რაზეც ვმუშაობთ, ესაა მთლიანი მოდელის, რუსული მოდელის გაშიფვრა, რომელიც არაერთ ქვეყანაში გამოყენებულა და ეს ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან საინტერესოა. ჩვენ პლუს გავხსნით მთელ სქემას. მე ვურჩევდი ცესკოს თანამშრომლებს, დაიზღვიონ თავი, გადაირჩინონ თავი, იმიტომ, რომ ეს არის კრიმინალი",- განაცხადა ხოშტარიამ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)