|
2024-10-29 11:00:31, 412 ნახვა
პოლიტიკა
ALDE - ჩვენ ვდგავართ ოპოზიციისა და ქართველი ხალხის გვერდით, უარვყოფთ არჩევნების შედეგებს, რომელიც მათ თავისუფალ არჩევანს არ ასახავს
ჩვენ ვდგავართ ოპოზიციისა და ქართველი ხალხის გვერდით, უარვყოფთ არჩევნების შედეგებს, რომლებიც არ ასახავს მათ თავისუფალ არჩევანს,- ასე ეხმაურება "ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი" (ALDE) 26 ოქტომბრის არჩევნებს და აღნიშნავს, რომ "არჩევნების შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, რადგან ის დაშინებისა და დარღვევების ფონზე ჩატარდა". ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ ALDE-ს პარტიის პრეზიდენტი სვენა ჰანი და "ლიბერალური ინტერნაციონალის" პრეზიდენტი ჰაკიმ ელ ჰაიტიც. "შაბათ-კვირას საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყანაში გაურკვევლობისა და შიშის მძიმე ღრუბელი დატოვა. დაშინებისა და დარღვევების გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგი, როგორც ამას მინიმუმ ხუთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიშები ადასტურებს, ჩვენი აზრით, სრულად არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ წინასაარჩევნო პერიოდში და 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევების დიდი რაოდენობით. სადამკვირვებლო მისიების მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა ამომრჩეველთა დაშინებითა და ზეწოლით, ხმების მოსყიდვით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევით და ხელისუფლების მიერ არაპროპორციულად დიდი სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსის მათ სასარგებლოდ გამოყენებით. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ჩვენ უარვყოფთ შედეგს, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე, დაშინებაზე და "ქართული ოცნების" მიერ დემოკრატიული სივრცის მიზანმიმართულად შეზღუდვაზე და ვაღიარებთ ქართველთა უმრავლესობის სურვილს, გაჰყვეს ევროატლანტიკურ გზას და უარყოს რუსეთის მცოცავი გავლენა საკუთარ ქვეყანაში. საქართველოს მოქალაქეებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო გზაზე ორიენტირებული მომავალი, რუსული გავლენისგან თავისუფალი და დემოკრატიული ღირებულებების სრული პატივისცემა - ამ მიმართულებით მათ ყოველთვის ექნებათ "ლიბერალური ინტერნაციონალისა" და ALDE პარტიის მხარდაჭერა",- აღნიშნულია წერილში.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)