|
2024-10-29 09:23:10, 475 ნახვა
პოლიტიკა
მილერი - დარღვევების სამართლიან გამოძიებაზე მოწოდებებს ვუერთდებით
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ისაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული პრესკონფერენცია მილერმა საქართველოს შესახებ განცხადებით დაიწყო და ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდა. მილერის თქმით, ხმების ყიდვამ და ამომრჩეველთა დაშინებამ ძირი გამოუთხარა ნდობას, სამართლიანი შედეგების შესახებ. "შაბათს ქართველი ხალხი მივიდა არჩევნებზე, რომელიც ხასიათდებოდა მმართველი გუნდის მხრიდან საჯარო რესურსების არაკეთილსინდისიერი გამოყენებით, ხმების ყიდვითა და ამომრჩეველთა დაშინებით. ამან ხელი შეუწყო უთანასწორო გარემოს შექმნას და ძირი გამოუთხარა საზოგადოებისა და საერთაშორისო ნდობას სამართლიანი შედეგების შესაძლებლობის შესახებ. ჩვენ ვუერთდებით ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მოწოდებას არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების სრული გამოძიების შესახებ. ასევე მოვუწოდებთ, რომ პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, იფიქრონ ურთიერთობაზე, რომელიც მათ სურთ ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან, ისეთი პოლიტიკის გატარების ნაცვლად, რომელზეც ავტორიტარული მმართველებისგან მიიღებენ შექებას. საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტს სურს, იხილოს თავისი ქვეყანა ევროკავშირსა და NATO-ში. ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ და მხარდაჭერილ საქართველოს კონსტიტუციაში ასახულია ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრებისკენ სწრაფვა. ყველა პარტიის წინასაარჩევნო კამპანია მხარს უჭერდა ამ მიზანს, თუმცა მმართველო პარტიის მიერ გატარებული ზომები ამ კურსთან შეუსაბამოა",- განაცხადა მეთიუ მილერმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)