2024-10-28 20:43:22, 458 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ამ ქვეყანაში ვერც რუსული ფული იშრიალებს და ვერც ივანიშვილის უტიფრობა გავა
ამ ქვეყანაში ვერც რუსული ფული იშრიალებს და ვერც ივანიშვილის უტიფრობა გავა,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
როგორც მელიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ რუსეთი არ უნდა.
„ვერც საქართველოს ამაყ დროშას ვერავინ ჩამოგვაწევინებს. მთელი საქართველო ვიქნებით იქ, სადაც საჭიროა სხვადასხვა ტაქტიკით, სტრატეგიით, მაგრამ სიმტკიცით და სიმყარით ვივლით წინ. ეს არის გადაწყვეტილი. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ გვინდა, ვიყოთ დამოუკიდებელი, ძლიერი ქართული სახელმწიფო; არ გვინდა რუსეთი; არ გვინდა რუსული ჭაობი",- განაცხადა მელიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,