08:58 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-28 19:00:55, 417 ნახვა

პოლიტიკა
ნაუსედა - არჩევნების გაყალბების შესახებ შემაშფოთებელი ცნობები უნდა მოგვარდეს

არჩევნების გაყალბების შესახებ შემაშფოთებელი ცნობები უნდა მოგვარდეს,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან  სატელეფონო საუბრის შემდეგ, სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

როგორც ნაუსედა წერს, ქართველებს დემოკრატიული არჩევნების უფლება აქვთ.

"საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ვესაუბრე. საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესახებ შემაშფოთებელი ცნობები უნდა მოგვარდეს. ქართველებს დემოკრატიული არჩევნების უფლება აქვთ. ლიეტუვა ქართველი ხალხის ევროპული ოცნების მხარდაჭერას გააგრძელებს. არავის აქვს ამის წართმევის უფლება",- დაწერა ნაუსედამ საუბრის შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics