02:31 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-28 18:40:04, 1136 ნახვა

რეგიონი
აჭარაში განთავსების ობიექტებს სოციალური გვერდების მართვის თემაზე ინდივიდუალური ტრენინგები უტარდებათ

აჭარაში 100 საოჯახო-სასტუმრო სახლსა და კოტეჯს სოციალური მედიის სპეციალისტები სოციალური მედიის გვერდების (Facebook, Instagram, Tik-Tok) შექმნაში, განვითარებასა და ეფექტურად მართვაში ეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, სატრენინგო-საგანმანათლებლო პროგრამა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ხორციელდება.

„პროგრამის ფარგლებში 20-ზე მეტი ფოტოგრაფი და სოციალური მედიის სპეციალისტი ინდივიდუალურად სტუმრობს სოფლად არსებულ განთავსების ობიექტებს, უმზადებს ფოტო-ვიდეო მასალას (რილსების სახით), ასწავლის როგორ შექმნან ან განავითარონ უკვე არსებული სოციალური მედიის პლატფორმები ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და ტიკტოკზე.

პროექტისთვის წინასწარი კვლევის საფუძველზე შეირჩა ისეთი განთავსების ობიექტები, რომლებსაც ნაკლებად გამართული ან საერთოდ არ ჰქონდათ სოციალური მედიის გვერდები. პროექტი ოქტომბერში დაიწყო და ნოემბერის ბოლოს დასრულდება. 

ბოლო წლებში, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 7,500-ზე მეტი გიდი, ტურისტული სააგენტოს, განთავსებისა და კვების ობიექტის, ასევე სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლის წარმომადგენელი გადაამზადა. რეგიონში ტურისტული სერვისის განვითარების მიზნით 2025 წელს ბიუჯეტით 1 420 000 ლარია გათვალისწინებული, რაც გარდა სატრენინგო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა, გიდების საერთაშორისო კონფერენციისა და გასტრო ფორუმის ჩატარებას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics