|
2024-10-28 11:43:09, 424 ნახვა
პოლიტიკა
გაერთიანებული სამეფო - ეუთო/ოდირის ანგარიში ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, დაშინებას და იძულებას ასახავს
გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საქმეთა მინისტრი სტივენ დოუტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნას განცხადებით ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და შეცვალოს დემოკრატიიდან გადახვევის კურსი“. "გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთოს/ოდირის წინასწარ დასკვნებს საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც დიდმა ბრიტანეთმა 50 მოკლევადიანი დამკვირვებლით მიიღო მონაწილეობა. ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, ძალზე პოლარიზებულ გარემოს, ასევე ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონის სამოქალაქო საზოგადოებაზე ზემოქმედებასთან ერთად, ეს ყველაფერი არ ასახავს ღია, დემოკრატიული საზოგადოების ქმედებებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და შეცვალოს დემოკრატიიდან გადახვევის კურსი. ჩვენ ამას ყურადღებით დავაკვირდებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მზად ვართ მხარდაჭერისთვის",- ნათქვამია დოუტის განცხადებაში.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)