|
2024-10-28 09:29:23, 440 ნახვა
პოლიტიკა
ბლინკენი საქართველოს არჩევნებზე - საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას ვგმობთ
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და სპორადული ძალადობის შესახებ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული. ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობა ცხადყოფს დემოკრატიასთან ქართველი ხალხის სიახლოვეს. "საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას აღნიშნეს, რომ ის ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმის ყიდვით და ამომრჩეველთა დაშინებით, რამაც ხელი შეუწყო არათანაბარ სათამაშო მოედანს და შეარყია საზოგადოების და საერთაშორისო ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები შეთანხმდნენ, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და სპორადული ძალადობის შესახებ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა შედეგი არ გამოაცხადეს თავისუფალ და სამართლიანად. ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ერთად აღმოფხვრას ხარვეზები საარჩევნო პროცესში. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომლებიც გათვალისწინებულია ქვეყნის კონსტიტუციით, მოითხოვს, რომ მთავრობა პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წევრების უფლებებს და საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ თავისუფლებებს",- აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)