|
2016-02-26 15:12:53, 521 ნახვა
სამართალი
აფენში დაკავებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
აფენში დაკავებული 3 მამაკაცი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ნანა ჭალათაშვილმა ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებს სასამართლო პროცესზე არ ყავდათ პირადი ადვოკატი და საკუთარი თავის დაცვა თვითონ მოუწიათ. ასევე სასამართლო პროცეს ის ადგილობრივები ესწრებოდნენ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ მათი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესო აქცია გამართეს, თუმცა მათ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გააკეთეს. ამ საქმეზე შემდეგ პროცესს, გურჯაანის რაიონული სასამართლო, 23 აპრილს ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ 3 მამაკაცი ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში 23 თებერვალს დააკავეს. შემთხვევაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. საქმე, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა, რაც პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილი ძალადობის ფაქტს გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)