|
2024-10-27 14:49:53, 417 ნახვა
პოლიტიკა
ENEMO-ს ხელმძღვანელი - არჩევნები პოლარიზებულ გარემოში გაიმართა, რომელიც თანასწორობას და გამჭვირვალობას არ ითვალისწინებდა
არჩევნები პოლარიზებულ გარემოში გაიმართა, რომელიც არ ითვალისწინებდა თანასწორობას და გამჭვირვალობას,- ამის შესახებ არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ზლატკო ვუიოვიჩმა განაცხადა. ვუიოვიჩის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ პროცესი, ზოგადად, პროფესიონალურად და ეფექტურად წარმართა, ENEMO-მ გამოთქვა შეშფოთება ცესკოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. "არჩევნები პოლარიზებულ გარემოში გაიმართა, რომელიც არ ითვალისწინებდა თანასწორობას და გამჭვირვალობას. გამოვლინდა ოპოზიციის მიმართ გამოხატული ძალადობა, ასევე ადმინისტრაციული რესურსის არაჯეროვნად გამოყენება, ზეწოლა იქნა განხორციელებული სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მიმართ. ENEMO წუხს ცესკოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. ჯამურმა დარღვევებმა საგრძნობლად მოახდინა გავლენა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულ ხასიათზე. ასევე, ანგარიში ეხება წინასაარჩევნო პროცესებს და ხაზგასმით ვიტყვით, რომ პროცესი მიმდინარეობდა დაძაბულ გარემოში, იყო გავრცელებული დეზინფორმაციის კამპანიებიც, ინკლუზიურობას და თანასწორობას ეს პროცესები აფერხებდა",- განაცხადა ვუიოვიჩმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)