|
2024-10-27 00:38:39, 484 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება - „ოცნება“ ხელისუფლებაში ვერ დარჩება [ვიდეო]
არჩევნები არის მოპარული - ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. როგორც გვარამიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ვერ დარჩება. მისივე თქმით, მმართველ პარტიას „ოპოზიციის გამარჯვების აღიარება მოუწევს“. „არჩევნები არის მოპარული. ხელისუფლების უზურპაცია მოხდა საქართველოში. ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება. „ქართული ოცნება“ არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამაზე აგებს „ქართული ოცნება“ პასუხს აუცილებლად იმ წესით, როგორი წესითაც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. ვიდრე ეს მოხდება, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება. გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლის მიხედვითაც მათ მოიპარეს არჩევნები... „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვერ დარჩება. ეს არის მოპარული არჩევნები. ეს ვერ მოხდება, ეს არ არის რუსეთი, ეს საქართველოა“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ. ცნობისთვის, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, არსებული 3 111 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 2 251 უბანი. წინასწარი მონაცემების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 53.064%-ით ლიდერობს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)