|
2024-10-27 00:24:02, 470 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ჩვენ მოპარული, მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ [ვიდეო]
ჩვენ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ჩვენ ამ მოპარული, მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველმა პარტიამ ქართველ ხალხს „გამარჯვება და ევროპული მომავალი მოპარა“. „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეასრულა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადა შედეგები, რომლებიც აჩვენებს, რომ ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოპარა და ამით მოპარა ევროპული მომაალი. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ჩვენ ამ მოპარული, მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, არსებული 3 111 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 2 251 უბანი. წინასწარი მონაცემების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 53.064%-ით ლიდერობს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)