|
2016-02-26 14:10:59, 576 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგებელმა ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა
საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე დღეს ვაჟა-ფშაველას N1 ჩიხსა და ანტონოვსკაიას ქუჩებზე იმყოფებოდა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უკვე დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი გამზირს ზაქარიაძის ქუჩასთან აკავშირებს და საკმაოდ დატვირთული ქუჩაა, რადგან ის ცენტრალურ გამზირზე საგზაო მოძრაობის განტვირთვას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ამ მისამართზე მოძრაობა გადაკეტილია, უკვე მოიხსნა ძველი, დაზიანებული საფარი და მიმდინარეობს მიწისქვეშა საკომუნიკაციო კვანძების მოწესრიგება და მათი მიყვანა საგზაო ნიშნულამდე. ამ მისამართზე ასფალტის საფარის მოწყობა 2 492მ2 ფართობზე იგეგმება. მათივე ცნობით, კაპიტალურად შეკეთდება გზის საფარი ანტონოვსკაიას ქუჩაზე, რომელიც ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებს აკავშირებს. პირველადი სამუშაოები აქაც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასფალტის საფარი აქ 1851 მ2 ფართობზე დაიგება, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყობა ტროტუარები. გამგებელი შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს გაესაუბრა და სამუშაოების დასრულების ვადებით დაინტერესდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ობიექტზე მუშაობა გეგმა-გრაფიკის მიხედვით წარიმართოს. ბექა მიქაუტაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. “ამ მისამართებზე გზა სავალალო მდგომარეობაში იყო, ძველი საფარის მოხსნის შედეგად კი აღმოჩნდა მიწისქვეშა კომუნიკაციების ჭები, რომლებიც ასფალტით იყო გადაფარული. იყო 20-მდე დაზიანებული ჭა, რომელთა შეკეთებაც მიმდინარეობს. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიდის და ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე კვირაში აქ გზის მოასფალტება უკვე დასრულებული იქნება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. კომპანია „ჯეოსერვისი“ ამჟამად საგზაო სამუშაოების საბურთალოს რაიონში 6 ობიექტზე აწარმოებს
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)