|
2024-10-26 19:27:12, 445 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი მოქალაქეებს - უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „უკვე მოვიგეთო“ - ნუ შეშინდებით, ნუ დაიჯერებთ!
უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ “უკვე მოვიგეთო“ - ნუ შეშინდებით, ნუ დაიჯერებთ! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ პირდაპირი ეთერით მოქალაქეებისადმი მიმართვისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის, „როგორც ევროპელი და ღირსეული ქართველი“, არჩევნების ოფიციალურ შედეგებს დაელოდება. „მინდა, ადამიანებს ვუთხრა, ვინც რაღაცნაირად შეშფოთდა იმით, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ძალიან არადემოკრატიულად და არაევროპულად აცხადებენ, რომ „უკვე მოვიგეთო“; აცხადებენ, რომ „რაღაცა სცენას გავმართავთო“ და აცხადებენ თუ არ აცხადებენ, მაგრამ გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის შენობაში. არ შეშინდეთ! ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური ზეწოლა თქვენზე და პასუხი რა არის?! თვითდაჯერება, არჩევნებში მისვლა და დალოდება შედეგებისთვის. მე არ ვაპირებ, რომ აქ რამე სცენა გავმართო; არ ვაპირებ, რომ წინმსწრებად რამე შედეგები გამოვაცხადო. მე დაველოდები, როგორც ევროპელი, როგორც ქართველი და როგორც ღირსეული ქართველი, შედეგებს და ყველა ერთად გავიგებთ შედეგებს, როცა დრო მოვა. ასე რომ, ნუ შეშინდებით, ნუ დაიჯერებთ. დაველოდოთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენ მიერ დადებული შედეგი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)