06:32 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-26 18:20:58, 341 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - უკვე გვაქვს გარანტირებული დიდი უპირატესობით გამარჯვება, მაღალი ამბიცია გვაქვს, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა [ვიდეო]

ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, ამას მოწმობს ის მონაცემები, რომლებიც არის წარმოდგენილი. თუმცა, ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია. ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია, გვინდა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე ჯერ არ არის გარანტირებული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ჯერ კიდევ არის დარჩენილი 2 საათი, მოსასვლელია ორასი ათასზე მეტი ამომრჩეველი, შესაბამისად, საჭიროა თითოეული ამომრჩევლის მობილიზება, ქუდზე კაცი, რომ ჩვენ არა მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ, დიდი უპირატესობთ მოვიგოთ, არამედ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის ჩვენი პოლიტიკური ამოცანა. მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე“,- განაცხადა კობახიძემ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics