|
2024-10-26 15:42:48, 409 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - გვაქვს წინასწარი მონაცემები, სადაც დამაჯერებლად ვიმარჯვებთ [ვიდეო]
ჩვენ ამ წუთებში, გვაქვს წინასწარი მონაცემები, სადაც დამაჯერებლად ვიმარჯვებთ,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, “დღეს საქართველოში ევროპული პერსპექტივა და ქართველი ხალხი იმარჯვებს“. “ჩვენ ამ წუთებში, გვაქვს წინასწარი მონაცემები, სადაც დამაჯერებლად ვიმარჯვებთ - დღეს საქართველოში ევროპული პერსპექტივა და ქართველი ხალხი იმარჯვებს. თქვენ ხედავთ რა ხდება გლდანში, რა ხდება მარნეულში - ბიულეტინების ჩაყრა, თავპირის მტვრევა ადამიანებზე, ძალადობა ჟურნალისტებზე და ჩვენს მხარდამჭერებზე. რატომ ხდება ხალხო ეს ყველაფერი? მათ უნდათ, რომ თქვენ როგორმე დარჩეთ სახლში და არ მიხვიდეთ არჩევნებზე, რომ რამენაირად შეამცირონ აქტივობა. სწორედ ამიტომ ყველას მოგწოდებთ, ვინც ჯერ არ ყოფილა არჩევნებზე, ყველანი მიდით არჩევნებზე, ხომ ხედავთ ჩვენი ემიგრანტები როგორ მიდიან მთელი მსოფლიოდან, 2000 კილომეტრიდან ჩადის ხალხი საარჩევნო უბნებზე და იქ რიგები დგას. მადლობა რომ წვიმის მიუხედავად დგახართ რიგებში და აძლევთ ხმას“,- განაცხადა ვაშაძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)