|
2024-10-26 13:18:47, 517 ნახვა
პოლიტიკა
კორძაია - მივმართავ შს მინისტრს, ჩვენი პარტიის წევრის, აზატ ქერიმოვის ცემასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დააკავონ მოძალადე [ვიდეო]
მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ჩვენი პარტიის წევრის, აზატ ქერიმოვის ცემასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დააკავონ ის მოძალადე,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. კორძაიას თქმით, “შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იქნება პასუხისმგებელი, იმ უმოქმედობაზე, რასაც დღეს პოლიცია კანონდარღვევებზე ჩადის“ “ნაძალადევში მე-9 უბანზე ადამიანმა ხმა ორჯერ მისცა და ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. იგივე მოხდა კრწანისში, მე-4 უბანზე, სადაც პოლიცია გამოძახებულია 2 საათზე მეტია და ადგილზე არავინ არ მისულა. მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დღეს ადგილი აქვს დანაშაულის ფაქტებს საარჩევნო უბნებში. ასევე პერსონალურად გიორგი კალანდარიშვილი იქნება პასუხისმგებელი იმ დარღვევებზე, რაც ხდება საქართველოში საარჩევნო უბნებზე. ის, რაც მარნეულში ხდება არის სრული კატასტროფა. შევარდნაძის პერიოდის შემდეგ ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა და გიორგი კალანდარიშვილს ვულოცავ ასეთი წარმატებული არჩევნების ჩატარებას. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩვენი პარტიის წევრის აზატ ქერიმოვის ცემასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დააკავონ ის მოძალადე, რომელმაც ეს სასტიკი დანაშაული ჩაიდინა. გარდა ამისა, მარნეულში 74-ე და 50-ე უბნებზე კომისიის წევრები ეხმარებიან და აფერადებინებენ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებში კონკრეტულ პარტიას. ასევე გლდანში კომისიის წევრი სხვის ნაცვლად აძლევს ხმას. კონკრეტულად, როდესაც დამკვირვებელმა ჰკითხა ამომრჩეველს რატომ მალავდა ბიულეტენს, ის გაიქცა და შემდეგ თავად გაააფერა და ბიულეტენი თავად ჩააგდო ყუთში“,- განაცხადა კორძაიამ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)