08:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-26 13:09:26, 292 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის ხმა და მაღალი აქტივობა, იმისათვის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა

ეს არის ძალიან პრინციპული არჩევნები, სადაც წყდება ის, თუ რა მიმართულებით განვითარდება ჩვენი ქვეყანა, მათ შორის, შევძლებთ ჩვენ მშვიდობის შენარჩუნებას თუ წავა პროცესები იმ სცენარით, რა სცენარითაც გვთავაზობდა მოვლენების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, თითოეული ამომრჩევლის ხმა და მაღალი აქტივობა მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც იქნება ყველაზე მყარი გარანტია ქვეყნის სტაბილური, გრძელვადიანი განვითარებისთვის.  

„ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, რომ უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის წინსვლა და განვითარება.  ამის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა - მივიღოთ არამხოლოდ უბრალოდ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, არამედ ჩვენი სურვილია მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა, დღევანდელი აქტივობების მონაცემებიც ამაზე მეტყველებს, რომ აბსოლუტურად რეალურია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. დანარჩენი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის დამოკიდებული ამომრჩევლის აქტიურობაზე, მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის ხმა, მნიშვნელოვანია მაღალი აქტივობა, იმისათვის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც იქნება ყველაზე მყარი გარანტია ქვეყნის სტაბილური, გრძელვადიანი განვითარებისთვის“,- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics