|
2024-10-26 11:51:29, 2186 ნახვა
ცესკო - 10:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს
10:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს- - ამის შესახებ, ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა. “გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას საქართველოს მასშტაბით 10:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან. შეგახსენებთ, რომ ის ამომრჩევლებიც გადიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას. “ – აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა. ნათია იოსელიანმა ისაუბრა იმ დარღვევებზეც რომელიც ამ დროისთვის დაფიქსირდა. „გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის გადაცემის ფაქტი. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს 2 ბიულეტენს ერთდროულად. ბიულეტენების გადაცემის პროცესში მექანიკური შეცდომის იდენტიფიცირება ადგილზევე ხდება და არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი. ასევე დაფიქსირდა ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლის მიერ საარჩევნო კაბინაში ბიულეტენის გადაღების და გასაჯაროების ფაქტი. როგორც მოგეხსენებათ ფარული კენჭისყრის კაბინაში იკრძალება ფოტო და ვიდეო გადაღება და შესაბამისად ვთხოვთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს ნუ წაახალისებენ აკრძალულ ქმედებას. „ - განაცხადა ნათია იოსელიანმა. მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოდ შეაფასა
რუბიო: უკრაინას ჯერ არ აქვს წვდომა Starshield-ის სამხედრო სისტემაზე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობა დასავლეთის ქვეყნების საიმიგრაციო პოლიტიკას დაუკავშირა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)