|
2024-10-26 10:53:08, 390 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, რადგან დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობის შენარჩუნებაა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა. კალაძემ საკუთარი არჩევანი საირმის ქუჩაზე მდებარე N41 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. „დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის გარეშე არაფერს აქვს ფასი. დღეს, ჩვენს ქვეყანას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე, როგორ არასდროს, სჭირდება მშვიდობა, რასაც მოაქვს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ვისაც ეს შეუძლია, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. დღეს, არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ერთ მხარეს დგანან ძალები, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, ძალები, რომლებიც მზად არიან, იკადრონ ყველანაირი ბოროტება და სიბინძურე ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, არაერთხელ გვინახავს მათი ქმედებები, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად არიან წარმოდგენილნი, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა, ნახეთ თითოეული მათგანის წარსული, ვინ არიან, რას წარმოადგენდნენ. შესაბამისად, საზოგადოებას არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, რომ ხმა მიეცით იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, რათა თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა იგრძნოს“,- ამბობს კალაძე.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)