10:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-25 19:33:34, 404 ნახვა

პოლიტიკა
უილსონი ჩხრეკებზე - განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ეს კრიტიკულ, ეროვნულ არჩევნებამდე 2 დღით ადრე მოხდა

შემაშფოთა საქართველოს პროკურატურის მიერ, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლების დარბევამ,- ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

უილსონის თქმით, მსგავსი ქმედებები არჩევნებამდე ორი დღით ადრე განსაკუთრებულად საგულისხმო და შემაშფოთებელია.

"შემაშფოთა საქართველოს პროკურატურის მიერ, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლების დარბევამ. ისინი არიან ატლანტიკური საბჭოს მკვლევრები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ რუსული დეზინფორმაციის გამოსავლენად და საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. გავიგე, რომ პროკურატურამ მკვლევრებს ელექტრონული აღჭურვილობა, მათ შორის, ქალბატონ გელავას შვილის კომპიუტერი ჩამოართვა.

ცალსახად ვგმობ დარბევას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ეს მოხდა კრიტიკულ ეროვნულ არჩევნებამდე ორი დღით ადრე. დარწმუნებული ვარ, დარბევა არანაირ შედეგს არ მოიტანს, გარდა იმისა, რომ დამტკიცდება - ქალბატონი ბუზიაშვილი და ქალბატონი გელავა თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან. პასუხისმგებლობა უნდა დადგეს მათი, ვინც პროკურატურაში ძალაუფლებას გადააჭარბა",- წერს უილსონი X-ზე.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საგამოძიებო მოქმედებები, სამ სავარაუდო ე. წ. "ქოლცენტრში" ჩატარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით იერიში მიიტანა ხანძრის ჩაქრობიდან ოთხი დღის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics