|
2024-10-25 16:59:26, 332 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში დასუფთავების აქცია ჩატარდა
შპს "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, ანდრონიკაშვილისა და ქერჩის ქუჩები სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმინდეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელკებს. მერიის ცნობით, სამუშაოებში ჩართული იყო სპეცტექნიკაც. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა დავით ფაჩულიამ, თბილისის საკრებულოს წევრებმა ვლადიმერ ბოჟაძემ და თინათინ ნიბლოშვილმა. "მსგავს აქციებს დედაქალაქში პერიოდულად ვატარებთ. ამჯერად, გლდანში ვიმყოფებით. სწორედ ამ რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების ობიექტი, სადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ შეღავათიან ფასში განათავსონ სამშენებლო ნარჩენი, ძველი ავეჯი, მეორადი ნივთები. ადგილობრივ მცხოვრებლებს მოვუწოდებთ, ნუ დატოვებენ ამ სახის ნარჩენს ურნებთან, ეს ძალიან ბევრ პრობლემას გვიქმნის დასუფთავების კუთხით. ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს, ჩვენს ქალაქს და ნარჩენები განვათავსოთ მხოლოდ კანონიერად"- აღნიშნა დავით ფაჩულიამ. გლდანის ობიექტზე სამშენებლო ნარჩენის განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად: 1-დან 5 ტონამდე - 9 ლარი, დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)